ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე იმ მებაჟეებს შეხვდა, რომლებმაც წლის დასაწყისიდან საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.
ფინანსთა მინისტრმა მათ მადლობის სიგელები გადასცა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა „კარწახის” საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აღკვეთეს 1400 აბი ნარკოტიკული ნივთიერება სუბოქსინის შემოტანის ფაქტი; თბილისის აეროპორტში გამოავლინეს 615 გრამი ჰეროინი, 3.8 კილოგრამი ოპიუმი, ერთი კილოგრამი კოკაინი; სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში ამოიღეს 99 აბი მეტადონი, ასევე 71.75 გრამი მეტამფეტამინი.