2017 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა და 2018 წელს დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა, სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას.
მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ რეფორმების მნიშვნელობაზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო გეგმავს 2018 წელს, ასევე ხაზი გაუსვა როგორც ბიზნესის, ისე საზოგადოების წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მუშაობა იყოს ობიექტური, სამართლიანი და ამავე დროს, პრინციპული კანონის უზენაესობის დაცვის, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.