ფინანსთა მინისტრმა საზოგადეობას ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში ჩააბარა.
ვანო მაჭავარიანმა ქვეყნის საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკა მიმოიხილა. აქცენტი სანქციების შემცირებაზე, საგადასახადო რეფორმაზე და სახელმწიფო ვალის მართვაზე გაკეთდა. პრეზენტაციას ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ცალკეულ საკითხებში სამინისტროსთან კომუნიკაციის დეფიციტზე მიუთითებენ. მათ შორის ოქროს სიის გაუქმების საკითხში.
ფინანსთა მინისტრს მედიასთან დღგ-ს ანგარიშფაქტურების გახმაურებულ საქმეზეც მოუხდა საუბარი. ამ საქმეზე ათეულობით საჯარო მოხელეა დაკავებული.