როგორ უნდა დაფარონ ტელეკომპანიებმა ძველი საგადასახადო დავალიანებები,- ფინანსთა მინისტრი „რუსთავი ორის“, „იმედის“ და „მაესტროს“ წარმომადგენელებს მოუწოდებს, უწყებას მიმართონ და დაიწყონ საკითხზე მოლაპარაკება. კერძოდ, შემუშავდეს სპეციალური გრაფიკი და კომპანიებს გაუადვილდეთ თანხის გადახდა.
ივანე მაჭავარიანის თქმით, 2016 წლის ბოლოდან დღემდე, „რუსთავი ორს“-28, „იმედს“-19, „მაესტროს“ კი 8 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება დაუგროვდათ.