ფინანსთა მინისტრის თითქმის ორსაათიანი გამოსვლა პარლამენტში.
დღგ-ს რეფორმა, კომერციული ტელევიზიების დავალიანების საკითხი, აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი და თამბაქოს აქცისი, – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ 200 ათას ლარიანი სასესხო ზღვარი სავარაუდოდ აღარ გადაიხედება.
მინისტრის გამოსვლას ოპოზიცია ბოიკოტის გამო არ ესწრებოდა.