ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციას შეხვდა
ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციას შეხვდა. დელეგაცია საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის ისტორიაში პირველად ჩამოვიდა თბილისში.
ვიზიტის მიზანია, დელეგაციის წევრები პირადად გაეცნონ ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს, საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროგრამებს, ასევე, სამომავლო პროექტებს და ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე რეფორმებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამჟამად მსოფლიო ბანკთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა მომავალი პარტნიორობის გეგმაზე.
აღნიშნული დოკუმენტი მაისის ბოლოს მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე განიხილება.