„საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი პრიორიტეტულია ჩვენთვის“, – ამის შესახებ ფილიპ რიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ჩემი მეგობრის, კოლეგის, დავით ზალკალიანის ნახვა. მას გადავეცი მოკითხვა სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ასევე, რა თქმა უნდა, გადავეცი პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა პრემიერისადმი. ვფიქრობ, ჩემი ვიზიტი რეგიონში იყო ძალიან სასარგებლო“, აღნიშნა ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ამერიკელ პარტნიორთან ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საერთაშორისო შეხვედრები განიხილეს.
მოამბე