ფესტივალი მთაწმინდის პარკში მთაწმინდის პარკში ყველის და ჩაის ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა იმართება. ღონისძიებაში ტრადიციული ქართული ნაწარმის მწარმოებლებთან ერთად, უცხოური კომპანიებიც მონაწილეობენ. გამოფენა-გაყიდვაზე ყველისა და ჩაის 40-მდე მწარმოებლის პროდუქციაა წარმოდგენილი. ღონისძიების მიზანი, მწარმოებელთა მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა.