სიახლე ფერმერებისთვის.
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის გაზრდისთვის ახალი პროგრამა იწყება. შეღავათიან აგროკრედიტს ახალი მიმართულებები დაემატება. მაღალპროდუქტიული მერძეული და მეხორცეული ფერმის მოსაწყობად და ბიზნესის გასაფართოებლად ფერმერებს შეღავათიანი სესხის გარდა, გრანტით სარგებლობის შესაძლებლობაც ექნებათ. მიზანი მსხვილფეხა მეცხოველეობის თანამედროვე ფერმების განვითარება და მათი შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვაა. სახელმწიფო პროგრამის მთავარი სამიზნეები მცირე და საშუალო ფერმერები არიან.