მერძევეობის განვითარების პროგრამა

კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში, განსაკუთრებით პრიორიტეტული ხდება ადგილობრივი წარმოების წახალისება-მხარდაჭერა. მათ შორისაა მერძევეობის დარგი, რომლის ხელშეწყობის მიზნით, თანადაფინანსების რამდენიმე მექანიზმი ამოქმედდა. დახმარების პროგრამა კონკრეტული წარმოებების გაფართოებას, შეღავათიან აგრო-სესხს და ფერმერთა შესაბამისი ტექნიკური დანადგარებით აღჭურვას გულისხმობს. საგრანტო პროგრამით სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირებმა, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს უნდა მიმართონ და გარკვეული პროცედურები გაიარონ.

დახმარების პროგრამა საქართველოს ექვსი რეგიონისთვისაა გათვალისწინებული.