ახალი შეთავაზება ფერმერებისთვის

შეღავათები მესაქონლეობის დარგისთვის.

ფერმერებისთვის აგროკრედიტის და საგრანტო პროგრამებს ახალი პირობები ემატება. იზრდება სახელმწიფო სუბსიდირების ხანგრძლივობა, ასევე ფართოვდება საგრანტო პროგრამის მოცულობა. ცვლილებების მიზანი ევროკავშირის ბაზრის ათვისებაა. ხორცპრუდუქტები და რძის პროდუქტები ევროპის ქვეყნებში საერთოდ არ გადის. პროგნოზია, რომ ახლად ამოქმედებული შეღავათები და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ფერმერებს ევროსტანდარტების დაკმაყოფილებაში დაეხმარება.