ახალი საწარმო ქარელში

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ქარელის მუნიციპალიტეტში კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა. შპს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც ჯამურად, 500 ათას ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება აღემატება 200,000 ლარს.

შეღავათიანი აგროკრედიტი კი 285 000 ლარს შეადგენს. საწარმოში 1,600 ტონა კომბინირებული საკვების წარმოებაა შესაძლებელი; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. საწარმოში 15 ადგილობრივი დასაქმდა.

დატოვე კომენტარი