ფერიცვალება

მართლმადიდებელმა მრევლმა დღეს ფერისცვალების დღესასწაული აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვა პატრიარქმა ჩაატარა. ილია მეორემ მრევლს ფერიცვალება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის დღესასწაული, რომელიც მიგვითითებს, რომ ყოველმა ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს.

დღეს ტაძრებში ყურძენი და ხილი აკურთხეს.

მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.