ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი დღეს კიევს ესტუმრება. ვიზიტი ორდღიანია. ის უკრაინაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნობა.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე დონბასში შექმნილი ვითარება იქნება.
ვიზიტის დაწყებამდე, მოგერინიმ უკრაინულ სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა მნიშვნელოვან სფეროებში, კერძოდ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი უნდა მიიღოს.