ერთი წელი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან - „მოამბე“ კიევიდან

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ კვლავ სარაკეტო იერიშს ელოდებიან. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, რუსეთმა ომის დაწყების თარიღს დაამთხვიოს მორიგი პროვოკაცია. ამასთან ერთად, ომის წლისთავზე კიევში გრძელდება მაღალი დონის ვიზიტები. უკრაინის დედაქალაქს დღეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სტუმრობს.

კიევში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ლევან ახალაია და ოპერატორი გიორგი კიკვაძე, ისინი უკრაინაში ერთი წლის წინ, ომის დაწყების დროსაც იმყოფებოდნენ.

მოამბე კიევიდან – ლევან ახალაიას ჩართვა.