ურთიერთბრალდებები უკრაინაში მებრძოლების გაგზავნის საკითხზე
შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომ 2022 წელს „ლელო“ მას ქართველი მოხალისეების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნისკენ მოუწოდებდა, ტყუილს უწოდებენ თავად პარტიაში. „ლელოს“ წევრების თქმით, ეს სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მორიგი მცდელობაა.
სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა ირაკლი კუპრაძემ და პაპუაშვილს „ლელოსთან“ დაკავშირებული განცხადების გამო, ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. თავად პაპუაშვილმა მედიასთან საუბარში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში ცრუ ჩვენებებს აძლევს. საკითხზე საუბარი იყო საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზეც.