არახამიას პოლიტიკური გეგმები და საქართველო

კიევიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა სულ უფრო მძაფრ ფორმებს იღებს.

დავით არახამიას ახალმა გზავნილებმა ამჯერადაც პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია. უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო რეფორმების გატარებაში დახმარების და საქართველოს უფსკრულიდან ამოყვანის პირობას დებს. ევროინტეგრაციის ხელის შემშლელ ფაქტორებად სასამართლო სისტემა, პოლიტპატიმრების არსებობა და ჟურნალისტების დევნა სახელდება, რომელთა შორის არახამია მის მიერ ჟურნალისტად მოხსენიებულ ნიკა გვარამიას პატიმრობას გულისხმობს. თუ მანამდე მმართველი პარტია უკრაინელ მაღალჩინოსანს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდა, ახლა უკვე მის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო ჩართვაზე ჩნდება ეჭვი, რასაც არახამიას ბოლოდროინდელი აქტივობებიც ამყარებს.

სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, აქვს თუ არა წარმომავლობით ქართველ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ უკრაინელ მაღალჩინოსანს ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებული გეგმები.