ზელენსკის ულტიმატუმი

კიევის მოთხოვნა და ოფიციალური თბილისის მძიმე რეაქცია.

უკრაინაში საქართველოს ელჩს ზელენსკის მიერ მიცემული 48-საათიანი ვადიდან 24 საათი რჩება ქვეყნის დასატოვებლად და თბილისში დასაბრუნებლად. უკრაინული მხარის მოთხოვნაა, რომ სამკურნალოდ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გასაგზავნად ელჩმა საკუთარ ხელისუფლებასთან კონსულტაციები გამართოს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კიევი უკრაინის მოქალაქე ექს-პრეზიდენტს სასიკვდილოდ განწირულად და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლად მიიჩნევს, რაც საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს უკრაინის საგარეო უწყებაში დღეს პირადად უთხრეს. ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაძაბულობის ახალ ფაზას კიდევ უფრო აღრმავებს დავით არახამიას დღევანდელი გზავნილი, რომელიც სააკაშვილის არ გადაცემის შემთხვევაში საქართველოსთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებას ითხოვს. ოფიციალური თბილისისთვის კიევის მოთხოვნა დიპლომატიური ურთიერთობის გამწვავების უკიდურესი ფორმაა. გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს ოპოზიციის ნაწილიც.