ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა ფოთში

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ფოთში ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ 20 პირს, 300 ლარი გადაეცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით კი, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. ომში 11 ათასი ფოთელი იბრძოდა და აქედან 2 000 მონაწილე შინ არ დაბრუნებულა.