დაჯილდოების ცერემონია

15:30, 12.11.2024

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკონფერენციო დარბაზში საბრძოლო მოქმედებების დროს და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, დაღუპულთა ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა. ასევე პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში და პრეზიდენტის მრჩეველმა შეწყალების, მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და სამართლებრივ საკითხებში. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები.

მსგავსი