გაფართოვდა იმ წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც რეფერენტული ფასი დაწესდა.
ფარმაცევტული ქსელი 3 200-ზე მეტ პრეპარატს
სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასზე ზემოთ ვეღარ ყიდის. ფარმაცევტული კომპანიები ცვლილებებს პროტესტით ხვდებიან და წამლების მოსალოდნელ დეფიციტზე საუბრობენ. მათი უკმაყოფილების მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო მომავალში მედიკამენტების სიის კიდევ უფრო გაზრდას აანონსებს. მთავარ მიზნად წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მოქალაქეებისთვის ხარჯების შემცირება სახელდება. ამ მიზნით 2024 წელს კიდევ რამდენიმე ცვლილება იგეგმება. მათ შორისაა მედიკამენტების პირდაპირ მწარმოებლებისგან შეძენა, რაც განსაკუთრებით ონკოლოგიურ წამლებს გააიაფებს.