გაფართოვდა იმ წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ზღვრული, ანუ რეფერენტული ფასები მოქმედებს.
მედიკამენტების სიას ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო 300-მდე პრეპარატი დაემატა, რაც ნიშნავს, რომ რეალიზატორები მათ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასზე ძვირად ვერ გაყიდიან. სხვა შემთხვევაში ფარმაცევტული კომპანიების მიმართ ჯარიმები ამოქმედდება. რეფერენტული ფასების პროგრამამ წლის ბოლომდე 7 000-მდე წამალი უნდა მოიცვას. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პროგრამაში მოხვედრილი მედიკამენტების ფასი უვე 40%-თაა შემცირებული.