ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმე - გამოკითხვა სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება-გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე ჟურნალისტ ნოდარ მელაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც გამოკითხვის დაწყებამდე მელაძემ განაცხადა, პროკურატურა დაინტერესებულია აღნიშნული ჩანაწერის მოპოვების წყაროზე გასვლით და არა აუდიოჩანაწერში არსებული სავარაუდო დანაშაულის ძიებით. ნოდარ მელაძის თქმით, სწორედ ეს იკვეთება განჩინებიდან, რომელიც „ტვ პირველმა“ რამდენიმე დღის წინ მიიღო. საქმის პროკურორის თქმით კი, პროკურატურა ითხოვს აუდიოჩანაწერს და განჩინებაში სწორედ ეს იგულისხმებოდა. ელექტრონული მატარებლის შესახებ განჩინებაში ჩანაწერი სწორედ იქიდან გამომდინარე იყო, რომ „ტვ პირველის“ სიუჟეტში, ჩანდა ელექტრონული მატარებელი და კონვერტი, რომლითაც ჟურნალისტმა აუდიო ჩანაწერები მიიღო. ამასთან, პროკურორის თქმით, „ტვ პირველში“ გამომძიებლები იძულებით შესვლას არ აპირებენ. როგორც ცნობილია, ფარული ჩანაწერების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრები ისმის, „ტვ პირველში“ გასული სიუჟეტის ავტორი, მაკა ჩიხლაძეც გამოიკითხება.

მოამბე