ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, სპეცტექნიკის მომწოდებელ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური ტექნიკის  მომწოდებლებთან შეხვედრები გაიმართა.

2018 წლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, შპს „მექანიზატორი“ 120 მაღალი გამავლობის ტექნიკას  და 20 ერთეულ შემასხურებელ სასოფლო-სამეურნეო იმპლემენტს შეიძენს.

შპს „მექანიზატორისა“ და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, სამუშაო შეხვედრები საქართველოში რეგისტრირებულ ტექნიკის მომწოდებულ 60-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან გამართეს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც დღეს აღნიშნულ ბაზარზე არსებობს.