„ფარას“ მორიგი სკანდალური დოკუმენტები. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოდან შტატებში ლობისტური საქმიანობისთვის დაქირავებული კომპანიას და მისთვის გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს. როგორც გავრცელებული დოკუმენტებიდან ირკვევა, ამერიკულ ლობისტურ კომპანია, ტელეკომპანია „ფორმულამ“ დაიქირავა და ოთხ თვეში გაწეული საქმიანობისთვის 110 ათასი დოლარი გადაუხადა. შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლობისტურ კომპანიას „ფორმულამ“ დაავალა მოეხდინა ამერიკულ საზოგადოების ინფორმირება საქართველოში მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის ქვეყანაში მედიისადმი დამოკიდებულების კუთხით. დადასტურებულია კონტაქტები აშშ-ის მთავრობის და კონგრესის წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან.