FARA-ს ახალი დოკუმენტები ლობისტურ კომპანიებზე

პოლიტიკურ წრეებში აქტიური განხილვის თემა ხდება „ფარას“ კიდევ ერთი დოკუმენტი.

ამჯერად საქმე ეხება ამერიკულ კომპანიას, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ ლობისტური საქმიანობისთვის დაიქირავა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, დავით კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული ტელევიზიის დაკვეთით კომპანიას ამერიკელი კონგრესმენებისთვის და კვლევითი ორგანიზაციების ექსპერტებისთვის საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე და სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე განახლებული ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა. რა იგულისხმება განახლებულ ინფორმაციაში – ეს არც დოკუმენტებში კონკრეტდება, საკითხის დაზუსტებისგან „ფორმულას“ წარმომადგენლებიც თავს იკავებენ. საკუთარი ვერსიები აქვთ პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლება ლობისტური საქმიანობის მიღმა პოლიტიკურ მიზნებს ხედავს.

თეონა ხუბულავა არკვევდა, რა ცნობებს აწვდიდა დაქირავებული კომპანია ლობიზმის ფარგლებში დამკვეთის მიერ შერჩეულ ჯგუფებს.