ევროვიზია 2024-ის ბრიტანელი მონაწილე თავისი საკონკურსო სიმღერის ვიდეო კლიპს საქართველოში გადაიღებს.
ოლი ალექსანდერსი თბილისში გუშინ ჩამოფრინდა და დღეს ქართველ კოლეგას, ნუცა ბუზალაძეს შეხვდა. ოლი ალექსანდერსი ჯგუფ „იარზ ენდ იარზის“ სოლისტია. მისი სიმღერები 5-ჯერ მოხვდა ბრიტანულ ჩარტებში. ალექსანდერსს შესრულებული აქვს დუეტები ელტონ ჯონთან და ქაილი მინოუგთან. მონაწილეობა აქვს მიღებული სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში, მათ შორის სპექტაკლ „კავკასიური ცარცის წრის“ ბრიტანულ დადგმაში.