„საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ,“ – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას დაზარალებული ეხმაურება.
მარიამ საყვარელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგმა დარღვეულად მიიჩნია კონვენციის მე-2 მუხლი და სახელმწიფოს 25 000 ევროს გადახდა დაეკისრა, ეს საკამრისი არ არის და აუცილებელია დამნაშავეების დასჯა.
საუბარია 2003 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხევვაზე, რა დროსაც საყვარელიძის ოჯახის წევრები გარდაიცვალნენ. ამ დროისათვის სახელმწიფოს მხრიდან საქმის გამოძიება ხანდაზმულობის მოტივით შეწყვეტილია. დაზარალებული საქმის განახლებას ითხოვს.