„რუსთავი 2“-ის საქმე 

სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მე-6 დღეს, საკითხი ისევ საკამათოა.

მხარეთა აზრთა სხვადასხვაობა ამჯერად ევროსასამართლოდან მიღებულმა წერილმა, – გადაწყვეტილების ბეჭდურმა ვარიანტმა გამოიწვია. ნიკა გვარამია წერილის საფუძველზე ამტკიცებს, რომ იუსტიციის სამინისტრომ კანონი დაარღვია და ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ ნაჩქარევად აღიარა. იუსტიციის სამინისტროში კი, ტელეკომპანიის ყოფილი გენ-დირექტორის განცხადებას უსაფუძვლო პიარ-კამპანიას უწოდებენ და სამართლებრივ განმარტებებს აკეთებენ.

რისი გასაჩივრების უფლება დაუტოვა საერთაშორისო სასამართლომ მხარეებს და   დაირღვა თუ არა კანონი ქიბარ ხალვაშის მესაკუთრედ დარეგისტრირებით, – მხარეთა პოზიციები ანა ბროლაძის სიუჟეტში.