ცოტნე გამსახურდიას საქმე

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად ამ წუთებში აცნობენ. პროცესი ქალაქის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს. იცნობდა თუ არა დაზარალებული და ვინ არიან ის პირები, რომლებიც გამსახურდიას საქმეზე აიყვანეს.

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულებიდან ერთ-ერთი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, გამსახურდიას ბავშვობის მეგობარია. უფლებადამცველი აცხადებს, რომ პეტრე ყუფარაძე მომხდარს შეესწრო და დაპირისპირებულთა გაშველებას შეეცადა.

ასევე, ცნობილია, რომ გამსახურდია პირადად იცნობდა იმავე ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს. სამართალდამცველებმა ვერაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, ბრალი სულ ხუთ ადამიანს უნდა წარუდგინონ.

თემაზე ხათუნა გაგნიძე მუშაობს.