ევროსაბჭოს წარმომადგენლის ვიზიტი

11 ნოემბერს საქართველოს ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა, რაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას უკავშირდება. მაღალი რანგის სტუმარი შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. მხარეები საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

დაგეგმილია ასევე საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაციაც. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრებს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთანაც გამართავს.