„ევროპული საქართველოს” ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა, ევროპული საქართველოს ინიციატივა იყო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სამ-მანდატიანი საარჩევნო ოლქების შემოღებას გულისხმობს. ოპოზიციონერების ინიციატივის ერთ-ერთი პუნქტი, საქართველოს 23 3-მანდატიან და ერთ 4-მანდატიან ოლქებად დაყოფას ითვალისწინებს, რაც მათი თქმით, მაჟორიტარული მანდატის მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მიღებას გამორიცხავს.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ამ ცვლილების განხორციელებას საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება და მხოლოდ საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანითაც შესაძლოა ამოქმედდეს. პარტია უახლოეს მომავალში ინიციატივას სხვა ოპოზიციურ პარტიებს და მმართველ გუნდსაც გააცნობს.