„ევროპული საქართველო“ გამოხმაურება

„ევროპულ საქართველოში“ ჯანდაცვის რეგულირების კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს ეხმაურებიან. გიგი წერეთლის განცხადებით, ცვლილებები ნეგატიურ გავლენას იქონიებს და მკვეთრად რეპრესიული მექანიზმების ჩამოყალიბებას ემსახურება, რაც გაზრდის პოლიტიკურ ზეწოლასა და კორუფციის რისკს.

შეგახსენებთ, ახალი რეგულაციების მიხედვით, მაკონტროლებელი ორგანო, პაციენტის საჩივრის საფუძველზე, კონკრეტულ კლინიკაში საქმიანობის შესწავლას სასამართლოს შუამდგომლობის გარეშე დაიწყებს. ცვლილების მიხედვით, მოიმატებს ჯარიმების ოდენობაც.