კონფერენცია „როგორ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი“

„როგორ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი“ – ამ სახელწოდებით „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა კონფერენცია გამართეს.

კონფერენციის ფარგლებში პროექტის „ევროპული არჩევანის მცველის“ პრეზენტაცია და მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „ქართული თუ რუსული ოცნება“ ჩვენება მოეწყო. გარდა ამისა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს თავიანთი ხედვა ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და გამოსავლის გზებთან დაკავშირებით. შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, არასამთავრობო სექტორისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.