„ევროპული საქართველოს“ ბრიფინგი პარლამენტთან

ამ წუთებში პარლამენტთან პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიას, „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა“ და „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლების საერთო ბრიფინგი იმართება. მათი თქმით, დღეიდან პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დეოლიგარქიზაციის კამპანია დაიწყო.

გიგა ბოკერიას განცხადებით, კამპანიის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას შეხვდებიან და აღნიშნულ თემაზე ვრცელ ინფორმაციას მიაწოდებენ. პარტიის ლიდერების განმარტებით, დეოლიგარქიზაცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რათა მომავალ თაობას ევროპული მომავალი ჰქონდეთ.