„ევროპელი სოციალისტები“ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდიან. მათი განმარტებით, 1991 წლიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოდან წასულ ემიგრანტებს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებულად უნდა მიენიჭოთ. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს.