საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი კიევში
საქართველოს პარლამენტის დელეგაციას კიევში ელოდებიან – ქართველი კანონმდებლები უკრაინაში გუშინ გაფრინდნენ. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, მასში „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლების გარდა, პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატი შედის.
არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაცია უკვე იმყოფება უკრაინის დედაქალაქში და პირველ შეხვედრას ქვეყნის უმაღლეს რადაში რამდენიმე წუთში გამართავს. ვიზიტი ერთდღიანია. დელეგაციის წევრები, სავარაუდოდ, საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქებსაც მოინახულებენ. დელეგაცია უკრაინაში უმაღლესი რადას სპიკერის პირადი მიწვევით იმყოფება.