ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა

პარლამენტში ევროკომისიის იმ რეკომენდაციაზე მსჯელობენ, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება. შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი ესწრება. მათ შორის არიან „გირჩი“, პარტია „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტები“. წინა შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, უკრაინული მოდელი წარადგინა. მათი თქმით, ცვლილებების მომზადებისას სწორედ უკრაინაში მიღებული კანონით იხელმძღვანელებენ, თუმცა ოპოზიციის ნაწილი უკრაინული კანონმდებლობის მსგავსი ცვლილებების მიღების წინააღმდეგია. დღევანდელ შეხვედრაზე მოსაზრებების გაცვლა მოხდება, ვინ როგორ ხედავს ამ პუნქტის შესრულებას.