ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტზე ასოცირებულ პარტნიორებს მოუსმინეს
როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას – ევროპარლამენტის საგარეო ვაჭრობის კომიტეტში ასოცირებული პარტნიორების – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა.
ევროპარლამენტარებმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებზე ისაუბრეს.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ , საჯად კარიმმა, საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია და ქვეყანაში მასშტაბური რეფორმები გატარდა.