ევროპარლამენტი საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას სთხოვს

15:13, 10.10.2024

პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა რეზოლუციის ის ნაწილი, სადაც ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, უკრაინაში ომის გამო სანქციები დაუწესოს რუსეთის ფედერაციას. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საქართველო არ შეუერთდება ორმხრივ სანქციებს, რადგან, მათი თქმით, ეს ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას ნიშნავს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ არის გარკვეული სანქციები, რომელთან მიერთებაც მნიშვნელოვანია, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები იმასაც აღნიშნავენ, რომ რაც დამაზიანებელი იქნება საქართველოსთვის, იმ სანქციების დაწესებაზე ქვეყანამ უარი უნდა თქვას.

მსგავსი