ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტზე ასოცირებულ პარტნიორებს მოუსმინეს

15:33, 23.01.2018

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას –  ევროპარლამენტის საგარეო ვაჭრობის კომიტეტში ასოცირებული პარტნიორების – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა.

ევროპარლამენტარებმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებზე ისაუბრეს.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ , საჯად კარიმმა,  საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია და ქვეყანაში მასშტაბური რეფორმები გატარდა.

მსგავსი