14 ევროპარლამენტარი სანქციების დაწესებას ითხოვს – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

15:17, 09.10.2024

14 ევროპარლამენტარის მოწოდება, დაუწესოს საქართველომ რუსეთს სანქციები – პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. რეზოლუციის ტექსტში მოწოდებაა ქართული კომერციული ბანკებისადმი, რომ განახორციელონ საერთაშორისო სანქციები.

საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციით დადასტურდა, თუ რა მძიმე წნეხის ქვეშაა ხელისუფლება. პაპუაშვილის თქმით, სკანდალურია, რომ ეს რეზოლუცია ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული.

 

მსგავსი