ევროპარლამენტის რეზოლუციები

საქართველოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციებში. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით და მოითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და შეაჩეროს მათი რუსეთის მმართველობის ქვეშ ინტეგრაციის მცდელობები. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ევროკავშირის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს, განაგრძონ და გააძლიერონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირები ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ერთიან ბაზარზე შესვლისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მეშვეობით,- ითხოვს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის კუთხით.