„ევროპალია-საქართველო“ - 2023

ბელგიაში ქართული კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალზე ანსამბლ ,,დიდგორის“ სოლო კონცერტი გაიმართა. სქარბექის საკრებულოში გამართულ საღამოზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები და ტრადიციული საეკლესიო საგალობლები შესრულდა, რომლებმაც მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ კონცერტების გამართვის პარალელურად, ქართულმა ანსამბლმა ფრანგ მუსიკოს ზოე პერესთან ითანამშრომლა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და ქართულ მრავალხმიანობას სწავლობდა. მან ანსამბლთან ერთად, ბელგიაში, ვალონიის მხარეში, მოსწავლეთათვის მუსიკალური გაკვეთილები გამართა. ევროპალია-საქართველო 11-დან 18 ნოემბრამდე, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.