კარლო კაჭარავას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

ევროპალია“ საქართველოს ფარგლებში ბელგიის ქალაქ გენტში კარლო კაჭარავას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ევროპელ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს მხატვრის ნამუშევრებს და ილუსტრირებულ დღიურებს. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია ხელოვანის შესახებ მომზადებული კატალოგი. გამოფენას თანამედროვე ხელოვნების მუნიციპალური მუზეუმი 2024 წლის 14 აპრილის ჩათვლით უმასპინძლებს.