„შავნაბადა“ გერმანიაში

ქართული ხალხური სიმღერები ამჯერად გერმანიაში აჟღერდა.

ცნობილმა ანსამბლმა „შავნაბადამ“ საკუთარი შემოქმედება ბერლინში წარადგინა. შესრულდა ქართული საგალობლებიც. კონცერტებს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა.

წარმატებული გასტროლების და ევროპელი მსმენელის მხრიდან დამსახურებული ოვაციების შემდეგ „შავნაბადა“ კონცერტებს უახლოეს მომავალში ისევ გეგმავს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით ქართული ანსამბლი გერმანიაში ქალაქ რუდოლშტატში მაუწყებლების გაერთიანებულ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.