ვანო სარაჯიშვილი - საარქივო მასალები

ფირფიტები, რომლებიც ლეგენდარული ქართველი მომღერლის ხმას ინახავს.

ვანო სარაჯიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ეროვნული არქივის ონლაინ-პლატფორმაზეც ხდება ხელმისაწვდომი. საოპერო არიები, რომანსები, ხალხური სიმღერები – საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოძიებულ უნიკალურ ჩანაწერებს ერთად მოუყარეს თავი. ტექნიკურად არასრულყოფილი გრამფირფიტები 90-იანი წლების ბოლოს სრულყოფილი სახით აღადგინეს.

ცნობილი საოპერო მომღერლის ჩანაწერებთან ერთად, ეროვნული არქივი აქამდე უცნობ მოგონებებსაც ინახავს.

ვანო სარაჯიშვილს წელს 145 წელი შეუსრულდებოდა.