„ევრონიუსი“ საქართველოში მაუწყებლობას იწყებს

„ევრონიუსი“ საქართველოს ტელესივრცეში მაუწყებლობას იწყებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო საინფორმაციო არხსა და კომპანია „სილქნეტს” შორის გაფორმდა.

ქართულ ენაზე, „ევრონიუსის“ ინფორმაციასთან ერთად, „ევრონიუს საქართველოს“ მაუწყებლობის 20 პროცენტი საქართველოს ამბებს დაეთმობა. ეს იქნება ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა და ევრონიუსის აღმასრულებელმა დირექტორმა მიშელ პეტერსმა.