სალომე ზურაბიშვილის და შარლ მიშელის ერთობლივი წერილი  

„საქართველოს მომავალი ევროპულია“, – ამ სათაურით „ევრონიუსი“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას აქვეყნებს.

წერილში საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტსა და საქართველოს პერსპექტივაზეა საუბარი. „ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი ღრმა კმაყოფილება, რომ ეს შეთანხმება შედგა და მას ხელს აწერენ მმართველი და ოპოზიციური პარტიები. ამ ხელშეკრულებით დასრულდა კრიზისი, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეული დემოკრატიული წინსვლისთვის და შეესუსტებინა საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე,“ – წერია სტატიაში. ტექსტის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული შეთანხმება „საქართველოში მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების გამარჯვებაა“.

რა შეფასებები მოჰყვა ამ სტატიას და ზოგადად როგორ აფასებენ შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებას პოლიტიკურ სპექტრში, – ნათია ქენქაძე დეტალებით.