როგორ მიიღწევა ქვეყანაში დეპოლარიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესი? – მმართველი გუნდი ოპონენტებს მოლაპარაკების მაგიდასთან ელოდება. კონსულტაციები ხვალიდან უნდა განახლდეს, თუმცა, ოპოზიციის ნაწილი მმართველ პარტიას ისევ ბოიკოტს უცხადებს და საკუთარ პირობებს აყენებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას რეალურად არ აპირებს და საკითხზე მუშაობის იმიტაციას ახდენს. „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ კი გაურკვეველია დისკუსიის საგანი და პარტია მსგავს შეხვედრებში მონაწილეობას არ აპირებს. დეპოლარიზაციის შემცირების რეკომენდაციის მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია, როდის შეძლებენ პოლიტიკოსები კონსენსუსის მიღწევას, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე.